Thumbnail

ჩიკაგოს ქომაგები დერიკ როუზს აპლოდისმენტებით შეხვდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დერიკ როუზი დეტროიტ პისტონსში სეზონის დაწყების წინ გადავიდა
  • ჩიკაგო ბულსის ქომაგები ყოფილ მოთამაშეს აპლოდისმენტებით შეხვდნენ
  • როუზმა 24 წუთში 23 ქულა ჩააგდო და 7 პასი გააკეთა

ჩიკაგო ბულსმა საკუთარ არენაზე დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 112:106 დაამარცხა. დერიკ როუზი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, როდესაც პირველ მეოთხედში პარკეტზე შემოვიდა, ჩიკაგოს ქომაგები მას ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თუ როგორ უყვართ როუზი.

დერიკი 2011 წელს ჩიკაგოს რიგებში NBA-ს რეგულარული სეზონის MVP გახდა. მან საოცარი სეზონი ჩაატარა, თუმცა ტრავმების გამო, როუზმა ის თამაში მაინც ვერ უჩვენა, რასაც მისგან ქომაგი ელოდა.

როუზისთვის დეტროიტი კარიერაში მე-5 გუნდია. ჩიკაგოს შემდეგ, ის ნიუ იორკ ნიქსში, კლივლენდ კავალიერსსა და მინესოტაში თამაშობდა. როუზმა, შარშან, ზუსტად ერთი წლის წინ იუტა ჯაზთან 50 ქულა ჩააგდო.

დერიკმა ჩიკაგოსთან 24:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 24 ქულას, 1 მოხსნასა და 7 გადაცემას მოუყარა თავი. დეტროიტი მორიგ შეხვედრას ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები