Thumbnail

ახალწვეულების გოლებით - დიჟონმა პსჟ-ს მესამე მარცხი აგემა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პარი სენ ჟერმენმა პირველმა გაიტანა, თუმცა, მაინც წააგო
  • დიჟონს 3 ქულა ახალწვეულებმა მოუტანეს

საფრანგეთის ლიგა ერთის მე-12 ტური ''გასტონ ჟერარზე'' დიჟონისა და პარი სენ ჟერმენის მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა პარიზელები 2:1 დაამარცხეს, არადა, ტუხელის გუნდი უკვე მე-19 წუთზე იგებდა, როდესაც კილიან მბაპემ დი მარიას გადაცემით სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გაათანაბრეს. მუნირ შუიამ, რომელიც კლუბის ახალწვეულია, დიჟონის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-2 ტაიმის სტარტზე პარიზელთა კარი უკვე ხონდერ კადისმა დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ დიჟონს კადისიც წელს შეუერთდა და მისთვის, ეს, კლუბის მაისურით გატანილი ასევე პირველი ბურთი იყო.

საბოლოოდ, პარიზელებმა სეზონში მე-3 მატჩი წააგეს, თუმცა უახლოეს მდევარს მაინც 8 ქულით უსწრებენ. დიჟონი 12 ქულით გასავარდნ ზონაშია და მე-18 ადგილზეა. პარი სენ ჟერმენის მომდევნო მეტოქე ბრესტი იქნება.

📺 დიჟონი 2:1 პსჟ

კომენტარები

ბოლო ამბები