Thumbnail

overwatch 2: ყველაფერი overwatch-ის მომავალზე!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Overwatch-ის ახალი მოუდი ''Push'' კომპეტიტივში იქნება.
  • Push-ის რუკები სიმეტრიულია და მასში რობოტის ესკორტი ხდება

BlizzCon-ის გახსნაზე Overwatch 2-ის გამოცხადების შემდეგ, დეველოპერებმა ახალ თამაშზე დაწვრილებით ისაუბრეს პრეზენტაციაზე: Overwatch: what's next? 

ასევე ნახეთ: 

დასაწყისში, ჯეფ კაპლანმა, Overwatch-ის ახალი მოუდი ''push'' გაგვაცნო,  რომელიც კომპეტიტივში იქნება. ახალი თამაშის მიზანია, რობოტის ესკორტი შემდეგ ობჯეტივამდე. ახალი რუკა, რომელზეც დეველოპერებმა push გაგვაცნეს, არის ტორონტო. თამაშში, რობოტი ე.წ. ''მარკერს'' ამოძრავებს და ცდილობს, ის ფინიშამდე მიიტანოს. გუნდის მიზანია, დაიცვას რობოტი და შემდეგ ობჯექტივამდე ''მიაცილოს.''

Push-ის რუკები სიმეტრიულია და თავად თამაშიც სიმეტრიულია. ის ''კონტროლის'' მოუდს ჰგავს. თუმცა, Push-ის დროს, გუნდებს შორის ბრძოლა მთელ რუკაზე ერთროულად მიმდინარეობს. დეველოპერების მიხედვით, ახალი კომპეტიტივ მოუდი ისეთ გმირებს გახდის პოპულარულს, რომლებიც სტანდარტულ კომპეტიტივში იშვიათად გამოიყენება.

 პრეზენტაციაზე ახალი PvP რუკებიც გვაჩვენეს. ჯეფ კაპლანმა განაცხადა, რომ თამაშს რამდენიმე ახალი რუკა დაემატება ყველა მოუდისთვის. თუმცა, ყველა რუკა, რომელიც Overwatch 2-ს დაემატება push-ისა თუ სხვა მოუდებისთვის, დაემატება Overwatch-საც.

Gothenburg, Monte Carlo, Rio De Janeiro, Toronto: ეს ახალი გამოცხადებული რუკების ჩამონათვალია. მათ შორის ერთ-ერთი, Rio De Janeiro, რომელიც ბლიზარდმა გასატესტად შესთავაზა BlizzCon-ის სტუმრებს, ორჯერ უფრო დიდი ფართობისაა ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერი რუკა.

rio

toronto

monte carlo

gothenburg

Overwatch 2-ში ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა. მაგალითად, შეიცვალა გმირების პორტრეტები. ინტერფეისი მთლიანად განახლებულია. შეიცვალა გმირების გალერეაც და გეიმფლეის ხედვის დეტალებიც. მაგალითად, ახალ HUD-ში, რომელსაც სურათზე ხედავთ, mercy ''ჰილავს'' pharah-ს. ეკრანზე ჩანს არა მხოლოდ ჰილერის გაუმჯობესებული სტაფი, არამედ მოთამაშე ხედავს თუ ვის ''ჰილავს.'' და რომელ უნარს იყენებს. 

Overwatch 2-ში რამდენიმე ახალი გმირი დაემატება. ჯეფ კაპლანმა ახალი გმირი, Sojourn გვაჩვენა და მიგვანიშნა, რომ Ovewatch 2-ში ბევრი გმირი ერთდროულად დაემატება.

''გახსოვთ, ადრე, D.VA, Genji და Mei ერთდროულად რომ დავამატეთ?'' თქვა ჯეფმა. ''ღმერთო, რა მშვენიერი ქაოსი იყო! ასეთ სიურპრიზს დაელოდეთ.''

ჯეფ კაპლანმა გეიმერები გაახარა და გაგვიმხილა, რომ ყველა ახალი გმირი ძველ თამაშშიც დაემატება, ხოლო ძველი გმირები და მათი კოსმეტიკური ნივთები Overwatch 2-ში გაჰყვება მოთამაშეებს და მათ მოსაგებად თავიდან წვალება აღარ მოუწევთ.

Story Missions

ჯეფ კაპლანმა ახალი Overwatch-ის სიუჟეტზეც ისაუბრა. ახალი თამაში ძველი თამაშის სიუჟეტს აგრძელებს: მას შემდეგ, რაც ვინსტონმა Overwatch-ის აგენტებს სიგნალი გაუგზავნა და მსოფლიოს გადარჩენაში დახმარება სთხოვა. McRee-მ, ახალ მოწოდებას მხოლოდ თავად კი არ უპასუხა, არამედ, ახალი გმირი, Echo-ც მიუყვანა.

მას შემდეგ, რაც გმირები ვინსტონის სიგნალს უპასუხებენ და პარიზს გადაარჩენენ, ახალი ბრძოლა იწყება: ყველა ქალაქში, ომნიკები, null sector-ი, ადამიანებს თავს  ესხმიან. Overwatch-ის გმირები, როგორც ყოველთვის, მათ მხსნელებად გვევლინებიან.

სთორი მისიები ისაა, რაც Overwatch-ის მოთამაშეებს დიდი ხანია სურდათ. ჯეფ კაპლანმა აღნიშნა, რომ თითეულ სთორი მოუდს, დასაწყისშიც და ბოლოშიც სინემატიკები ექნება, რომელიც ისტორიას და სამყაროს უფრო დეტალურად გაგვაცნობს.

ჯეფმა გაგვიმხილა, თითეული სთორი მისიის ბოლო სინემატიკი, მომავალი სტორის განვრცობა იქნება და მეტის გასაგებად, ახალ მისიებს უნდა დაველოდოთ. თითეულ სთორი მისიას, თითეულ ქალაქში, გმირების გარკვეული რაოდენობის არჩევანი ექნება. სთორი მისიაში 4 გმირიანი გუნდით იბრძვით. კაპლანმა ისიც აღნიშნა, ვიცით, რომ გინდათ, ყველა მისიაში ყველა გმირის გამოყენება შეგეძლოთ, მაგრამ სიუჟეტის ხაზით ასე არ გამოვა, თუმცა ამაზე ვმუშაობთო.

Items

დეველოპერებმა ისიც გაგვმხილეს, რომ Overwatch 2-ში Item-ების სისტემა ემატება, რომელიც სტანდარტული ბეთლ როიალის თამაშების სისტემას ჰგავს და ის ძირითადად სთორი მისიებში გამოიყენება. ასევე, თითეული გმირისთვის, სხვადასხვა item-ების პოვნა შეგეძლებათ.

Hero Missions

Hero Missions კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც Overwatch 2-ს ემატება. დეველოპერების მიხედვით, ამ მისიების ბევრჯერ თამაში შესაძლებელია და ეს მოსაწყენი არ იქნება. გმირების მისიები ყველა რუკაზე იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე საინტერესო ამ თამაშში ისაა, რომ სხვადასხვა მისიებზე სხვადასხვა ობჯექტივების შესრულება მოგიწევთ. იქნება თვითგადარჩენის მისიებიც.

გმირების მისიებში, სთორი მისიებისგან განსხვავებით, ნებისმიერი პერსონაჟით შეგიძლიათ თამაში, რადგან ის თამაშის საერთო სიუჟეტზე დიდ გავლენას არ ახდენს. ჯეფ კაპლანმა აღნიშნა, რომ PvE ყველაზე კარგი მოუდი იქნება ახალი გმირების სასწავლელად და მათ დასახვეწად, რადგან ეს skill rating (SR)-ზე გავლენას არ მოახდენს. Hero Mission-ები განსაკუთრებით მტრების მრავალფეროვნებითაა საინტერესო. ამ მისიებში, მოთამაშეები არა მხოლოდ უკვე ცნობილ Overwatch-ის მტრებს, Null sector-სა და Talon-ს დაუპირისპირდებიან, არამედ სხვა, ჯერ აქამდე უცნობ საფრთხეებსაც.

Talent System

Talent System ახალი level up სისტემაა, რომელიც სთორი მისიებში იმუშავებს. მისი დახმარებით, თითეული გმირის ახალ ლეველზე აყვანა, ახალი უნარების დამატება და დახვეწა შეგეძლებათ. ამით თამაში უფრო საინტერესო და სტრატეგიული გახდება. თუმცა, ჯეფმა აუდიტორია დაამშვიდა და თქვა, რომ level up სისტემა კომპეტიტივ მოუდებს არ შეეხება და მოთამაშეებს ერთმანეთთან უსამართლო დაპირისპირებაში არ ჩააყენებს. ხოლო, როცა საქმე რობოტებს ეხებაო, იხუმრა ჯეფ კაპლანმა, მათთან შეგიძლიათ, უსამართლოდ იბრძოლოთ და დახოცოთ, ისინი რედიტზე კომენტარებს მაინც არ დაგვიწერენო.

ჯეფ კაპლანმა ისიც გაგვიმხილა, რომ overwatch 2 გაუმჯობესებულ game engine-ზე იმუშავებს. რადგან Overwatch 2 ახალი თამაშია, ბლიზარდს სურდა, მას სიახლის შეგრძნება გაეჩინა და ფანებისთვის ახალი კუთხიდან ეჩვენებინა გმირები. გმირების ვიზუალში მცირე ცვლილებებია შეტანილი. ბლიზარდმა კანის, თვალებისა და თმის რენდერის ახალი სისტემა ჩააშენა თამაშში, რომელიც გმირებს ბევრად ალამაზებს.

დეველოპერების მიხედვით, თამაში ჯერ გამოსვლისთვის მზად არ არის, თუმცა ის ყველა იმ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი, რომელზეც Overwatch. ესენია: Windows, PS4, XBox, Nintendo Switch. კითხვაზე, თუ როდის გამოვა Overwatch 2, ჯეფმა უპასუხა:

''წარმოდგენა არა მაქვს. ეს თქვენზეა დამოკიდებული. რასაც გაჩვენებთ მოგწონთ? არ მოგწონთ? რისი შეცვლა გინდათ? კარგა ხანია, ასეთი მნიშვნელოვანი რამე არ მომხდარა Overwatch-ის სამყაროში. ჩვენ გვინდა ეს საუკეთესო თამაში იყოს, და, მოდი, მისი სწორად გაკეთება გვაცადეთ.'' 

ჯეფმა ისიც აღნიშნა, რომ Overwatch 2-ის გამოსვლა Overwatch-ს ხელს არ შეუშლის. Overwatch-ში, სულ მალე, სიახლეები ემატება. მაგალითად, სანამ მატჩს ელოდებით, შეგეძლებათ, Deathmatch ან სხვა რომელიმე მოუდი ითამაშოთ. ასევე, Overwatch-ის სტანდარტული ივენთები დაგეგმილის მიხედვით წარიმართება და საახალწლო ივენთიც და არქივების ივენთიც ჩვეულებრივ, ახალ სქინებს შემოგვთავაზებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები