Thumbnail

Blizzard-მა Overwatch 2 დააანონსა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Overwatch 2-ში ახალი თამაშები, story mode და ბევრი სხვა სიახლე გველოდება!
  • ახალი გმირები, 2 ახალი რუკა!
  • Overwatch-ის მოთამაშეებს, ახალი თამაშის შეძენისას პროგრესი არ დაეკარგებათ!

ბოლო 2 წლის განმავლობაში, Overwatch-ის განახლებებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ფანები იმედს არ კარგავდნენ რომ დეველოპერები რაღაც დიდ სიურპრიზს გვიმზადებდნენ და ეს მართალიც აღმოჩნდა: Blizzard-ის წარმომადგენელმა, ჯეფკაპლანმა, BlizzCon-ის გახსნის ცერემონიალზე  პოპულარული გუნდური ონლაინ მულტფლეიერის Overwatch-ის მეორე ნაწილი დააანონსა! 

ასევე ნახეთ: 

BLIZZARD-მა DIABLO IV დააანონსა! 

BLIZZARD-მა WORLD OF WARCRAFT: SHADOWLANDS დააანონსა!

პრეზენტაციის დასაწყისში, ჯეფმა ახალი სინემატიკი გვიჩვენა, მერე კი, დამატებითი ინფორმაციაც მოგვაწოდა.

ახალი სინემატიკში, Overwatch-ის აგენტები ხელახლა იკრიბებიან და სამყაროს გადარჩენისათვის ბრძოლას განაგრძობენ. თრეილერში ორი ახალი გმირიც ვიხილეთ: Echo და Sojourn, რომელთა არსებობის შესახებ აქამდეც ვიცოდით, თუმცა, დეველოპერები არ გვიმხელდნენ, როდის დაამატებდნენ თამაშში ამ პერსონაჟებს. ჯეფს ზუსტი თარიღი ახლაც არ გაუმხელია, თუმცა, დაგვპირდა რომ თამაშში მალე ''რამდენიმე ახალი პერსონაჟი დაემატება.'' 

Overwatch 2-ზე ჭორები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა. ჯეფ კაპლანმა იმაზეც კი იხუმრა, თუ დამავიწყდა, რა უნდა მეთქვა, უბრალოდ, ტვიტერზე შევიხედავ და ყველაფერს წავიკითხავო. ამით იმას გაუსვა ხაზი, რომ ბოლო დროინდელი გაჟონილი ინფორმაცია Overwatch 2-ის შესახებ, მეტ წილად, მართალი აღმოჩნდა.

Overwatch 2 ბევრ სიახლეს გვპირდება: თამაშს ორი ახალი რუკა, story mode, პერსონალიზებული მისიები, level up სისტემა, ახალი უნარები და ახალი competitive mode დაემატება. ჯეფ კაპლანმა მეორე თრეილერიც გვაჩვენა, რომელიც ყველა სიახლეს მოიცავს. ჯეფმა ისიც გაამხილა, რომ Overwatch-ის მოთამაშეებს, რომლებიც Overwatch 2-ის თამაშს დაიწყებენ, პროგრესი არ დაეკარგებათ: ახალ თამაშში ყველა კოსმეტიკური ნივთი გადავა და, რუკები და პერსონაჟები, რომელიც Overwatch 2-ს მომავალში დაემატება, Overwatch-შიც გამოჩნდება. 

კაპლანმა ისიც აღნიშნა, რომ Overwatch 2-ის ახალ Competitive mode-ს მომავალი წლის ლიგის თამაშებზე დაამატებენ.

BlizzCon-ის აუდიტორიას Overwatch 2-ის გატესტვა დღეიდან შეუძლია. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, როდის ჩაეშვება გაყიდვაში თამაში.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები