Thumbnail

Blizzard-მა World of warcraft: Shadowlands დააანონსა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Blizzard-მა World of Warcraft-ის სამყაროს ახალი ექსპანსია Shadowlands დაუმატა!
  • ახალი ექსპანსია უფრო ბნელი და საშიში ჩანს! 

Blizzard-მა ლეგენდარული მულტიფლეიერის World of Warcraft-ის სამყაროს ახალი, მერვე ექსპანსია Shadowlands დაუმატა! თამაშის ახალი თრეილერი BlizzCon-ის გახსნის ცერემონიაზე, იონ ჰასიკოსტამ, World of Warcraft-ის გეიმ დირექტორმა გვაჩვენა. 

ახალ ექსპანსიის სიუჟეტი აზეროთის ბრძოლის ისტორიას განაგრძობს და Icrecrown-ში, Lich King-ის ყინულის სასახლეში დაგვაბრუნებს. თრეილერში Sylvanas Lich King-ის სასახლეს ეწვევა და თავად  Blovar Fordragon-ს დაუპირისპირდება და მის გვირგვინს დაისაკუთრებს და დაამსხვრევს.

ასევე ნახეთ:

BLIZZARD-მა OVERWATCH 2 დააანონსა!

BLIZZARD-მა DIABLO IV დააანონსა!

World of Warcraft: Shadowlands-ში, მოთამაშეები Warcraft-ის იმქვეყნიურ სამყაროს ეწვევიან და იქ შეხვდებიან პერსონაჟებს წარსული თამაშებიდან. და, თუმცაღა, თამაშის ტონი საკმაოდ ბნელია, ახალ ლოკაციებში რამდენიმე საკმაოდ ფერადი და მხიარული ჩანს.

ექსპანსიას დაემატება ახალი dungeon-ები და raid-ები. 

Shadowlands-ის გატესტვა მოთამაშეებს BlizzCon-ზე უკვე შეუძლიათ!

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები