Thumbnail

ჰალკი ლიპარტელიანის წინააღმდეგ - ჩემპიონების სახალისო სპარინგი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სპორტსმენები ერთ დარბაზში ვარჯიშობენ
  • ლიპარტელიანის და საგინაშვილის შერკინება ფრედ დასრულდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ ეჯიბრება ის ქართველ მკლავჭიდელს - ლევან საგინაშვილს, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია.

სახალისო სპარინგი ხელის გადაწევაში ფრედ დასრულდა - ერთხელ ლიპარტელიანმა გაიმარჯვა და ერთხელაც - საგინაშვილმა. როგორც ჩანს, ქართველი სპორტსმენები ერთ დარბაზში ვარჯიშობენ და მომავალი ტურნირებისთვის ემზადებიან.

ლიპარტელიანს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა მოუწევს, ხოლო "ჰალკი" TOP 8-ის ტურნირის ფინალისთვის ემზადება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელები ასპარეზობენ. ლევანმა უკვე მოახერხა ფინალში გასვლა და დეკემბერში საუკეთესოს ტიტულისთვისაც იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები