Thumbnail

'გუნდში 40 ფეხბურთელი ვერ მეყოლება' - კლოპმა გადატვირთული გრაფიკი გააკრიტიკა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლოპმა გადატვირთული გრაფიკი გააკრიტიკა
  • "ფეხბურთელი მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 2 კვირას ისვენებს..."

იურგენ კლოპმა და პეპ გვარდიოლამ ინგლისის ლიგის თასის (იგივე კარაბაოს თასი) მაგალითზე, ქვეყნის გადატვირთული საფეხბურთო გრაფიკი გააკრიტიკეს.

"ეს პრობლემაა და ვინც ფეხბურთში ჩართულია, ამას ყველა გეტყვით..." - ამბობს კლოპი. "იანვრამდე შედარებით ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ იანვირს ბოლოს - საშინელი გადატვირთული გრაფიკის შემდეგ ლიგის თასის 2 მატჩიანი ნახევარფინალი გიწევს."

"კი ბატონო, მესმის, რომ ტურნირის შენარჩუნება უნდათ, ვეთანხმები... მაგრამ რატომ 2 მატჩიანი ნახევარფინალი? მერე ხალხი ამბობს, რომ გრძელი სკამი გვჭირდება - გუნდში 40 მოთამაშე ვერ მეყოლება, საიდანაც 20-ს იანვირს ბოლომდე შვებულებაში გავუშვებ, ეს ასე არ ხდება..."

"უსამართლობაა ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულება - თუ სანაკრებო დონეზეც თამაშობ, გამოდის, რომ მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 2 კვირას ისვენებ, ეს ფაქტია!"

გერმანელს პეპ გვარდიოლაც დაეთანმხა "აბსოლიტურად ვიზიარებ იურგენის მიდგომას - ნაკლები თამაში, ნაკლები ტურნირი და მეტი დრო აღდგენისთვის!" - ამბობს ესპანელი.

კომენტარები

ბოლო ამბები