Thumbnail

როჯერ ფედერერს რეიტინგში პირველობისთვის ერთი მოგება სჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფედერერი - კოლშრაიბერი 7:6, 7:5.
  • ერთი ნაბიჯი რეიტინგის ლიდერის პოზიციამდე.

როჯერ ფედერერმა როტერდამში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი ორ სეტში, 7:6, 7:5 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შეხვდება.
რაც შეეხება შეხვედრას განსაკუთრებით დაძაბული პირველი სეტი აღმოჩნდა, ტაიბრეიკზე ფედერერმა კოლშრაიბერს 10:8 მოუგო, მეორე სეტიც მძიმე იყო, თუმცა როჯერმა აქაც იმარჯვა და ტურნირის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს.

როჯერს როტერდამის ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული, 2005 წელს ივან ლიუბიჩიჩთან და 2012 წელს ხუან მარტინ დელ პოტროსთან.

როჯერს შანსი აქვს ATP-ის რეიტინგში პირველობა დაიბრუნოს, ამისთვის საჭიროა, რომ ფედერერმა ჰაასე დაამარცხოს. ამ დროისთვის რეიტინგის ლიდერი რაფა ნადალია, რომელსაც 9760 ქულა აქვს. ფედერერი 9605 ქულით მეორეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები