Thumbnail
  • სამმა ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გააღწია
  • პატარიძე, ქავჟარაძე და ხეცურიანი ოქროს მედლების მოლოდინში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაერთო, სადაც პირველი დღის თავზე, 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ფინალში ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.), გურამ ხეცურიანმა (87 კგ.) და ზვიად პატარიძემ (130 კგ.) გააღწიეს, მე-3 ადგილისთვის კი ბექა მამუკაშვილი (77 კგ.) იბრძოლებს.

ლევან ქავჟარაძის შესრულებული ულამაზესი ხუთქულიანი გდებით

კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ ლევან ქავჟარაძის შესრულებული ულამაზესი ხუთქულიანი გდებით მსოფლიოს U23 ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს მეტოქესთან

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019
ლევან ქავჟარაძე

ქავჟარაძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტი დაწყებული ტურნირის ნახევარფინალში რუს ფადის ვალიტოვს 15:6 სძლია და ფინალში ირანელ მეისამ დალხანის შეხვდება. ხეცურიანმა ნახევარფინალში კუბელ დანიელ ეჩევერიასთან ბოლო ქულის უპირატესობით იმარჯვა და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უკრაინელ სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდება.

გურამ ხეცურიანმა (87 კგ) კუბელი ჰეჩავარია 2-2-ზე დაამარცხა

გურამ ხეცურიანმა (87 კგ) კუბელი ჰეჩავარია 2-2-ზე დაამარცხა და მსოფლიოს 23-წლამდელთა პირველობის ფინალში გავიდა, ხვალ ოქროს მედლისათვის ქუთაისელი ფალავანის მეტოქე უკრაინელი სემიონ ნოვიკოვი იქნება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

პატარიძემ ფინალამდე მხოლოდ 2 ქულა გაუშვა, ნახევარფინალში კი სომეხ დავიდ ოვასაპიანს 4:1 მოუგო და ხვალ, ირანელ ალიაკბარ ჰოსეინს შეხვდება.

გურამ ხეცურიანი

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), რომელმაც მერვედფინალში მომავალ ფინალისტ ისლამ ოპიევთან (რუსეთი) 1:2 წააგო და რეპეშაჟში თურქმენ ჯეიჰუნ ოვეზდურდიევს გაეჯიბრება. წარმატების შემთხვევაში, ქართველი ფალავანი ბრინჯაოსთვის ყაზახ ტამერლან შადუკაევს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა, რადგანაც მერვედფინალში აზერბაიჯანელ ზაურ ალიევთან 4:6 წააგო და ვინაიდან, ეს უკანასკნელი ფინალში ვერ გავიდა, ჩვენებური რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები