Thumbnail

ჩემპიონობა რუსეთში! ლიპარტელიანმა მასპინძელს იპონით მოუგო

  • ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე - სამი მედალი საქართველოს ნაკრებს
  • ვაჟების ბრინჯაოს ლიპარტელიანის ოქრო მიემატა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც ტატამიზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მათგან სამმა კი მედლის მოპოვება მოახერხა. ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიგეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა.

საინტერესოა, რომ ეთერმა წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზეც იმარჯვა, მორიგი ტრიუმფალური გამოსვლა კი დღეს შემოგვთავაზა. ის ფინალში რუს დანა ნაგუჩევას დაუპირისპირდა და ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზე დააგდო და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

Eteri LIPARTELIANI (GEO) V Danna NAGUCHEVA (RUS) | U23 European Judo Championships 2019

ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო) V დანა ნაგუჩევა (რუსეთი) | 23-წლამდელთა ევროპირველობა 2019, ოქროს ფინალი 57 კილოში

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები