Thumbnail

'დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და კლუბს' - დინამო ბათუმის მფლობელის განცხადება

  • დინამო ბათუმმა ივანწმინდაში დამარცხების გამო, საჩემპიონო შანსები შეიმცირა
  • ჩიხურასთან მატჩის შემდეგ ბათუმური კლუბის მფლობელის განცხადება გავრცელდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერი დინამო ბათუმი სტუმრად ივანწმინდაში ჩიხურასთან დამარცხდა - 0:2. ბათუმელები, რომლებსაც უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, ქულით უსწრებენ უმთავრეს კონკურენტ დინამო თბილისს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ივანწმინდაში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დინამო ბათუმის ოფიციალურ გვერდზე, კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის განცხადება გამოქვეყნდა:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს"

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და...

Posted by FC Dinamo Batumi on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს ანგისას საფეხბურთო ბაზაზე დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩამდე გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც კლუბი მართვაში კომპანია "ლამინი გრუპს" გადაეცა, რომლის გენერალური დირექტორიც არჩილ ბერიძეა.

კომენტარები

ბოლო ამბები