Thumbnail

ბოლქვაძემ თამაში ვერ დაასრულა – მარიამმა თავი შეუძლოდ იგრძნო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელმა კორტი პირველივე სეტში დატოვა
  • მარიამ ბოლქვაძე მომავალ კვირაშიც ჩინეთში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩინეთის ქალაქ ლიუჟუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია, მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მარიამმა საწყის რაუნდებში ჩინელ ჩოგბურთელებს იოლად აჯობა, დღეს კი, ავსტრალიის სახელით მოთამაშე არინა როდიონოვასთან 1:4 მარცხდებოდა, როდესაც თავი შეუძლოდ შეუგრძნო და კორტის დატოვება მოუხდა.

ეს, ძალიან დასანანია, რადგანაც ქართველი ჩოგბურთელი ჩინურ ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდა.

“ლიუჟუში მართლაც კარგი თამაში მქონდა და ზიუე სუნს 6:2, 6:2 მოვუგე. დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ და ვეცდები, ხვალინდელ მეოთხედფინალშიც იგივე დონეზე ვითამაშო”- წერდა ბოლქვაძე მერვედფინალში გამარჯვების შემდეგ.

მოსალოდნელია, რომ თუკი ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო, მარიამი ჩინეთში დარჩება და მომავალ კვირას შენჟენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ჩაებმება. იქვე გეგმავს თამაშს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავაც.

კომენტარები

ბოლო ამბები