Thumbnail
  • საჩხერის ჩიხურა ახალი სეზონისთვის ემზადება.
  • ქართულმა გუნდმა ყაზახურ კაისარს 3:1 მოუგო.

საჩხერის ჩიხურამ თურქულ შეკრებაზე მორიგი მატჩი გამართა და ყაზახური კაისარი 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-11 წუთზე  გაბედავამ გახსნა, რასაც ბუხაიძის გოლი მოჰყვა და ჩიხურამ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში კახაბრიშვილმა გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა. თამაშის მიწურულს ყაზახებმა ერთი ბურთი გაქვითეს.

ჩიხურამ თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, კაკუბავა, დობროვოლსკი, მარკოზაშვილი, ლექვთაძე, გაბედავა, ბუხაიძე

შეცვლაზე შევიდნენ:

მწყერაშვილი, ცერცვაძე, კაშია, მეგრელიშვილი, ჩიხლაძე, პრინცი, კახაბრიშვილი, ბუღრიძე, პედრო გუგა, ალექსანდრო

 

კომენტარები

ბოლო ამბები