Thumbnail

მამას ჯობნის - კრიშტიანო რონალდო-უმცროსი U9 იუვენტუსის ბომბარდირია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო რონალდოს უფროსმა ვაჟმა იუვეს ბავშვთა გუნდში უკვე 58 გოლი გაიტანა  
  • 9 წლის კრიშტიანო-რონალდო უმცროსი ყურადღებას არამხოლოდ მამის გამო იპყრობს 

იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა ტურინული კლუბის ბავშვთა გუნდში თავისი ბომბარდირული თვისებები გამოავლინა. პატარა ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემს Football Talent Scout-ის ტვიტერი აქვეყნებს.

კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და სწორედ მაშინ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავისი უფროსი ბიჭუნა კლუბის ბავშვთა (U-9) გუნდში მიიყვანა და სხვათა შორის, კრიშტიანო-უმცროსმა პირველსავე მატჩში პოკერი შეასრულა. მას შემდეგ პატარა თავდამსმელმა "ბებერი ქალბატონის" მაისურით 28 შეხვედრაში ითამაშა და 58 გატანილი გოლის გარდა, 18 საგოლე პასიც მიითვალა.

📺 კრიშტიანო-უმცროსის ჰაილაითები

რაც შეეხება კრიშტიანო-უფროსს, 34 წლის ფეხბურთელმა იუვენტუსთან ერთად უკვე მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, გუნდის მაისურით ჩატარებულ 54 მატჩში კი მის ანგარიშზე 36 გოლი და 11 საგოლე პასია.

კრიშტიანო რონალდო-უმცროსი 2010 წლის ივნისში დაიბადა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, პორტუგალიელ ვარსკვლავს შვილი სუროგატმა დედამ გაუჩინა. კრიშტიანო-უმცროსის გარდა, რონალდოს კიდევ სამი შვილი ჰყავს - ტყუპები, ევა და მეთიუ და გოგონა ალანი, რომელიც ჯორჯინა როდრიგესთან შეეძინა. 

კრიშტიანო რონალდო ჯორჯინასა და ოთხ შვილთან ერთად

 

კომენტარები

ბოლო ამბები