Thumbnail
  • შოთა არველაძეს ტაშკენტის ფახთაქორთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება
  • 46 წლის ქართველი სპეციალისტის მიწვევით თურქული გიოზთეფე დაინტერესდა 

ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სამუშაოდ შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს. 46 წლის ქართველი სპეციალისტის მიწვევით გიოზთეფე ინტერესდება. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

შოთა არველაძე 2017 წელს სამუშაოდ უზბეკეთში გადაბარგდა და იქაური ფახთაქორი ჩაიბარა, სადაც მასთან ერთად, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობენ.

წლევანდელი სეზონი ქართველ სპეციალისტს განსაკუთრებით წარმატებული გამოუვიდა - ფახთაქორმა ქვეეყნის ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. უზბეკურ კლუბსა და სპეციალისტს შორის ხელშეკრულება წლის ბოლოს იწურება, თუმცა, ცოტა ხნის წინ ტაშკენტის კლუბის გენერალურმა დირექტორმა დმიტრი ადისმანმა მედიასთან განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შოთასთან კონტრაქტის გახანაგრძლივებას აპირებენ. 

შოთას უზბეკურ წარმატებაში წვლილი გოჩა ტყებუჩავასა და არჩილ არველაძესაც მიუძღვით

რაც შეეხება შოთას თურქულ ვარიანტს - გიოზთეფემ თურქეთის მიმდინარე სუპერლიგაში ჩატარებული 9 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 4 დათმო, 9 ქულით კი გასავარდნ ზონასთანაა. კლუბი ცოტა ხნის წინ მთავარ მწვრთნელ თამერ თუნას დაემშვიდობა და ახალი თავკაცის ძიებაშია. სხვათა შორის, ამ კლუბის ღირსებას 2017 წელს სანდრო კობახიძე იცავდა.

yeniasir.com.tr-ის ინფორმაციით, გიოზთეპეში მთავარი მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი სწორედ შოთა არველაძეა, რომელიც თურქულ ფეხბურთს კარგად იცნობს. 

შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნალდ სამ თურქულ კლუბში აქვს ნამუშევარი

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა მწვრთნელობა 2008 წელს, ჰოლანდიურ აზ ალკმაარში, ლუი ვან გაალის ასისტენტობით დაიწყო, მთავარ მწვრთნელად კი თურქულ კლუბებში: ქაისერისფორში, ქასიმფაშასა და ტრაბზონსფორში იმუშავა. უზბეკეთში წასვლამდე შოთა თელ ავივის მაქაბისაც წვრთნიდა - 2016-17 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები