Thumbnail

სუსოს ბრწყინვალე ჯარიმა - პიოლის პირველი მოგება მილანში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 1:0 სპალ
  • როსონერის 3 ქულა სუსოს ჯარიმამ მოუტანა

იტალიის სერია A-ს მე-10 ტური ''სან სიროზე'' დასრულდა, სადაც მილანმა სპალ-ს უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა, როდესაც სუსომ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ეტრიტ ბერიშა უშანსოდ დატოვა.

მილანმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება იზეიმა. სტეფანო პიოლიმ ''როსონერისთან'' ერთად პირველი მატჩი მოიგო და ახლა წინ ურთულესი კალენდარი ელის. მილანი მომდევნო სამ ტურში ლაციოს, ნაპოლისა და იუვენტუსს შეხვდება.

მილანს 13 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა. სპალ-ი 7 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა და მომდევნო ტურში სამპდორიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები