Thumbnail
  • წინასწარი ინფორმაციით, მაილს ტერნერი 'რამდენიმე' მატჩს გამოტოვებს.
  • ESPN: გოგა ბითაძეს სათამაშო დრო გაეზრდება

ბრუკლინთან მატჩში რომ არა მაილს ტერნერის ტრავმა შესაძლოა, გოგა ბითაძეს 8:32 წუთი სათამაშო დრო არ მისცემოდა. ეს დრო გაცილებით მეტი იქნებოდა, ქართველ ახალბედას კარგად რომ ეთამაშა. მიუხედავად მედიაში ბითაძის თამაშის ნეგატიური შეფასებისა, ქართველ ცენტრს შანსი კიდევ მიეცემა. 

მაილს ტერნერმა კოჭი გადაიბრუნა. ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის, რამდენს გამოტოვებს ინდიანას სასტარტო ცენტრი, თუმცა უკვე ითქვა, რომ რამდენიმე თამაშში (ერთი-ორი კვირა) ის არ იქნება. მალე ტერნერს MRI გამოკვლევას ჩაუტარებენ და დაბრუნების ზუსტი თარიღიც მაშინ გაირკვევა. 

მაილს ტერნერმა ტრავმა მატჩის პირველ ნახევარში მიიღო

ESPN წერს, რომ დომანტას საბონისს ტერნერის არყოფნაში გაეზრდება სათამაშო დრო. ასევე მეტად ჩაერთვება თამაშში გოგა ბითაძე. ტერნერის, საბონისისა და ბითაძის გარდა ინდიანას კიდევ ერთი ცენტრი ჰყავდა - ამიდა ბრიმა, რომელიც გუნდმა სეზონის წინ გაუშვა. 

ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს შინ კლივლენდთან 2 ნოემბერს (03:00 თბილისის დროით) გამართავს. 

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები