Thumbnail

ფეინოორდმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 72 წლის დიკ ადვოკაატი წარადგინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 72 წლის ადვოკაატი ფეინოორდში იმუშავებს
  • "გუნდი მენდო და მეც მინდა ეს შანსი გამოვიყენო..."

გასულ კვირას გუნდიდან იაპ სტამის დათხოვნის შემდეგ, ფეინოორდმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე - გამოცდილი 72 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი - დიკ ადვოკაატი წარადგინა.

"გუნდი მენდო და მეც მინდა ეს შანსი გამოვიყენო..." - ამბობს ჰოლანდიის ნაკრების, აიაქსის და რეინჯერსის ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ბოლოს 2018-19 წლებში უტრეხტში მუშაობდა.

ფეინოორდი ადვოკაატისთვის სამწვრთნელო საქმეში 24-ე სამსახური და მე-17-ე კლუბია. "თუ ადვოკაატის გამოცდილების მქონე მწვრთნელი ბაზარზე თავისუფალია, ბევრს ალბათ არ იფიქრებ..." - ამბობდა პრესკონფერენციაზე გუნდის სპორტული დირექტორი - შაკ ტროსტი.

კომენტარები

ბოლო ამბები