Thumbnail

'ჩვენ რომ არა, მსაჯები კარტოფილს გაფცქვნიდნენ' - ანჩელოტი მოედნიდან გააძევეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დე ლაურენტისმა მსაჯები გააკრიტიკა
  • "ამ მოვლენებს, აღვიქვამ როგორც თავდასხმას ჩემ გუნდზე და ჩემ პროფესიონალიზმზე"

სერია A-ს გასულ ტურში კარლო ანჩელოტის ნაპოლიმ საშინაო მატჩი ატალანტასთან ფრედ - 2:2 ითამაშა. სტუმრებმა ანგარიში 86-ე წუთზე, ილიჩიჩის გოლით გაათანაბრა.

სათამაშო ეპიზოდი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ და მისმა ასისტენმა გააპროტესტეს, რის გამოც მსაჯმა სამწვრთნელო შტაბის წევრები წითელი ბარათით დასაჯა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას, გუნდის პრეზიდენტი - აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა "ჩვენ რომ არა, მსაჯები კარტოფილს გაფცქვნიდნენ..." - ამბობდა დე ლაურენტისი.

"ამ მოვლენებს, აღვიქვამ როგორც თავდასხმას ჩემ გუნდზე და ჩემ პროფესიონალიზმზე" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები