Thumbnail

გოგა ბითაძემ NBA-ს კარიერაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა, მისმა პეისერსმა სტუმრად 118:108 დაამარცხა ბრუკლინი, ქართველმა ახალბედამ კი კარიერაში ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე ნაციონალურ ასოციაციაში - 8.32 წუთი.

გოგას გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს

მიუხედავად ამისა, ეს მატჩი მას აქტივში ვერ ჩაეწერება - მაილს ტერნერის კოჭის ტრავმის გამო, გოგას თამაშის შანსი მიეცა და კიდევ უფრო მეტ დროს გაატარებდა მოედანზე, უკეთ რომ ეთამაშა. 

აღსანიშნავია, რომ შეტევაში მოხსნის და ბლოკის შემდეგაც ბურთი ინდიანასთვის დაიკარგა. ასე რომ, მხოლოდ ერთი ასისტია, რითაც გოგა რეალურად დაეხმარა გუნდს.

დროის ამ მცირე მონაკვეთში გამარჯვებული გუნდის კალათბურთელი პლუს-მინუსში -16-ს არ უნდა აგროვებდეს.

გოგა მოედანზე დაბნეული ჩანდა, ხშირად სჭირდებოდა კარნახი მწვრთნელისგან თუ რა პოზიცია უნდა დაეკავებინა. 

მიუხედავად ამისა, თუ მაილს ტერნერის ტრავმა მას რამდენიმე თამაშს გამოატოვებინებს, გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემა.  

Indianapolis Star გოგა ბითაძის თამაშზე წერს: "ტერნერის ტრავმის შემდეგ პეისერსში შანსი ბითაძეს მიეჩა. ჯერ კიდევ წინასასეზონო შეკრებისას მისმა მწვრთნელებმა თქვეს, რომ გოგა დაცვაში NBA-ში თამაშისთვის მზად არ არის და ეს მართალი ყოფილა. 

NBA-ში მაღლებს მრავალი ფუნქცია აქვთ, რომლებიც აუცილებლად უნდა შეითვისონ 20 წლის კალათბურთელებმა, როგორიც ბითაძეა. ევროპული კალათბურთი მათგან ამდენს არ ითხოვს". 

ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს შინ კლივლენდთან 2 ნოემბერს (03:00 თბილისის დროით) გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები