Thumbnail

ახალი კონტრაქტი იტალიელს - ვერატი პარიზში კიდევ 5 წლით რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარკო ვერატიმ პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • იტალიელი ფეხბურთელი გუნდში 2024 წლამდე დარჩება

პარი სენ-ჟერმენისა და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო ვერატი პარი სენ ჟერმენში 2024 წლამდე დარჩება. იტალიელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირდება, თუმცა პარიზულმა კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რასაც ვერატი დათანახმდა.

26 წლის იტალიელს პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული. მარკომ საფრანგეთის თასი 4-ჯერ აღმართა, ხოლო ლიგის თასს 5-ჯერ დაეუფლა. ''აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიმაჩნია, რომ ვთამაშობ იმ გუნდისთვის, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს,'' - განაცხადა ვერატიმ კლუბის ვებგვერდთან საუბრის დროს.

ამ სეზონში პსჟ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს. პარიზელები უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებენ. მათ ჩემპიონთა ლიგაში 3-დან 3 მოგება აქვთ და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები