Thumbnail

ნოვიცკის ქუჩა – დალასში გერმანელი ლეგენდა დააფასეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გერმანელ კალათბურთელს დასამახსოვრებელი შეხვედრა მოუწყვეს
  • დირკ ნოვიცკის NBA-ში მთელი კარიერა მავერიქსში აქვს გატარებული

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის დირკ ნოვიცკის სახელი დალასის ერთ-ერთ ქუჩას უწოდეს. 41 წლის კალათბურთელს, რომელმაც NBA-ში 21 წლიანი კარიერა გასული სეზონის თავზე დაასრულა, დასამახსოვრებელი შეხვედრა მოუწყვეს.

ღონისძიებას დალასის მერი ერიკ ჯონსონიც ესწრებოდა, რომელმაც გერმანელის ღვაწლზე გამორჩეულად ისაუბრა და American Airlines Center-ისკენ სამხრეთიდან მიმავალი ქუჩის (Olive Street) ერთ-ერთ მონაკვეთს დირკის სახელი ოფიციალურად მიანიჭა.

“ეს, რაღაც სასწაულია. როდესაც აქ ჩამოვედი, მაშინ, ალბათ, ჩემს სახელს ნაგვის ურნასაც კი არ უწოდებდნენ. ამგვარი ურთიერთობები კალათბურთს ნამდვილად სცილდება. უდიდესი სიყვარული მივიღე ქალაქისგან, რომელშიც ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე”, - აღნიშნა გერმანელმა ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ ნოვიცკი დალას მავერიქსში 1998 წელს ჩაირიცხა და NBA-ში მთელი კარიერა სწორედ ტექსასურ გუნდში გაატარა. დირკს 2011 წელს ლიგის საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული და მაშინ ფინალების უძვირფასესი მოთამაშეც (MVP) გახდა. გერმანელ ფორვარდს “ყველა ვარსკვლავთა მატჩში” მონაწილეობა 14-ჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები