Thumbnail
  • ვალენსია 1:1 სევილია
  • რეალი 5:0 ლეგანესი

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის თამაშები გაიმართა. ცენტრალური იყო შეხვედრა "მესტალიაზე", სადაც კრიზისში მყოფი ვალენსია ხულიენ ლოპეტეგის სევილიას დაუზავდა - 1:1. ლუკას ოკამპოსის გოლს ბოლოს შეცვლაზე გამოსულმა სობრინომ უპასუხა.

სერხიო რამოსი მე-2 ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ ლა ლიგის 16 სეზონში გაიტანა, პირველი მესია.

ზინედინ ზიდანის რეალმა ბოლოადგილოსანი ლეგანესი 5:0 გაანადგურა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში 3:0 იყო. ბოლოს, როგორც იქნა, ლა ლიგაში ლუკა იოვიჩმაც გაიტანა.

ვალენსია 1:1 სევილია

გოლები: 0:1 ოკამპოსი (45+3), 1:1 სობრინო (81)

ვალენსია (4-4-2): სილესენი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ფ. ტორესი, კოკლენი (40. კონდოგბია), პარეხო, სოლერი (58. ვალიეხო) - მაქსი გომესი, ლი (69. სობრინო)

სევილია (4-3-3): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, დიეგო კარლოსი, კუნდე, ესკუდერო (28. გუდელი) - ჟორდანი, ფერნანდო, ბანეგა (79. ფ. ვასკესი) - ოკამპოსი, ხ. ერნანდესი (85. ელ ჰადადი), ო. ტორესი

რეალ სოსიედადი 1:2 ლევანტე

გოლები: 0:1 ბარდი (24), 0:2 მაიორალი (40), 1:2 ვილიან ჟოზე (47)

ბილბაო 3:0 ესპანიოლი

გოლები: 1:0 მუნიაინი (4), 2:0 მუნიაინი (17), 3:0 ვიქტორი (79 ს.კ.)

ბეტისი 2:1 სელტა

გოლები: 1:0 ემერსონი (8), 1:1 ასპასი (70-პენ), 2:1 ფეკირი (90)

რეალი 5:0 ლეგანესი

გოლები: 1:0 როდრიგო (7), 2:0 კროოსი (8), 3:0 სერხიო რამოსი (24-პენ), 4:0 ბენზემა (69-პენ), 5:0 იოვიჩი (90+1)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ვალვერდე (75. ისკო), კაზემირო, კროოსი (62. მოდრიჩი) - როდრიგო, ბენზემა (70. იოვიჩი), აზარი

კომენტარები

ბოლო ამბები