Thumbnail
  • აბუ დაბის გრანდ სლემის შემდეგ, IJF-მა რეიტინგი განაახლა
  • ჭრიკიშვილისა და მაისურაძის წინსვლა რეიტინგში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა: ლუკა მაისურაძე (81კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრა მოიგო.

შესაბამისად, IJF-ის მიერ განახლებულ მსოფლიო რეიტინგში, ამ ორმა ძიუდოისტმა მდგომარეობა გაიუმჯობესა და რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია. ჭრიკიშვილი რეიტინგში 46-ე ადგილიდან 36-ე ადგილზე გადავიდა. ავთანდილს 1564 ქულა აქვს და ლაშა ბექაურს 2 ქულით უსწრებს. ამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ნიკოლოზ შერაზადიშვილი იკავებს, რომელიც 7621 ქულით წონისა და საერთო რეიტინგის ლიდერია.

ჭრიკიშვილმა მაიდოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჭრიკიშვილმა მაიდოვს მოუგო და აბუ დაბიში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

Posted by Silk Sport on შაბათი, 26 ოქტომბერი, 2019

ლუკა მაისურაძე ათეულისკენ მიიწევს. 21 წლის ძიუდოისტს ვერცხლის მედალმა 4 ადგილით წინ წასვლის საშუალება მისცა. ლუკას 3425 ქულა აქვს და ათეულამდე 300 ქულა აშორებს. ამ წონის ლიდერი ებრაელი საგი მუკია.

ლუკა მაისურაძის მარცხი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში

ლუკა მაისურაძის მარცხი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები