Thumbnail

მოურინიო არსენალში? ჟოზე უნაი ემერის ფეხის დაცდენას ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პორტუგალიელ სპეციალისტს პრემიერლიგაში დაბრუნება სურს
  • ჟოზე მოურინიო ორ ინგლისურ გრანდს უკვე წვრთნიდა

ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გრანდი არსენალი ჩაიბაროს.

The Sun-ს ექსკლუზიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი ლონდონში გადაბარგებით თავადაა დაინტერესებული და “მეთოფეთა” გარშემო შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება.

არსენალმა სეზონი ყოჩაღად ვერ დაიწყო და 10 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, ამასთან, ლიდერ ლივერპულს უკვე 12 ქულით ჩამორჩება.

აღნიშნულის გამო, გუნდის ქომაგებში სულ უფრო მეტად იზრდება უკმაყოფილება უნაი ემერის მიმართ, რომლის ხელშიც ლონდონელები ძველებურად სანახაობრივ თამაშს ვეღარ აჩვენებენ.

გასული თვეები განმავლობაში მოურინიომ რამდენიმე წინადადებაზე თქვა უარი იმ მიზეზით, რომ კარიერის ისევ პრემიერლიგაში გაგრძელება სურდა.

ჟოზეს უნდა პირველი მწვრთნელი გახდეს, რომელიც ტიტულის მოგებას სამ სხვადასხვა ინგლისურ გუნდთან ერთად მოახერხებს. პორტუგალიელს ჩელსიში პრემიერლიგაში უმარჯვია, მანჩესტერ იუნაიტედი კი ევროპის ლიგის ჩემპიონობამდე მიუყვანია.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ მანჩესტერიდან 2018 წლის მიწურულს გაანთავისუფლეს და მას შემდეგ, ძირითადად, სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობით არის დაკავებული.

კომენტარები

ბოლო ამბები