Thumbnail
  • მოკლე პროგრამის შემდეგ მორისი 22-ე ადგილზეა
  • ყვითელაშვილი თავისუფალ პროგრამასაც შეასრულებს

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რიგით მესამე ქართველი სპორტსმენი, ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ჩაერთო. მოკლე პროგრამა მან დღეს, გამთენიისას წარადგინა და 30 მონაწილეს შორის 22-ე შედეგის ჩვენება მოახერხა.

ყვითელაშვილმა პროგრამა მაიკლ ბაბლის Feeling Good-ის ფონზე შეასრულა, სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორება მორისმა პიონჩანში ვერ შეძლო, სხვაობამ 10 ქულა შეადგინა.

მოკლე პროგრამის შედეგად მორის ყვითელაშვილი 22-ე ადგილზეა

ჯამში მოგროვებული 76.56 ქულა თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლების მოსაპოვებლად აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა, მორისი 22-ე ადგილზეა და იმ 24 სპორტსმენს შორის არის, რომლებიც ყინულზე ხვალ დილიდან გავლენ და საპრიზო ადგილებს გადაინაწილებენ.

კიონფჰოს ყინულის არენაზე ლიდერები იაპონელები იყვნენ: იუზურუ ჰანიუ [111.68] ლიდერია, მესამე შედეგი აჩვენა მისმა თანამემამულემ, შომა უნომ [104.17]. პირველი დღის შემდეგ მეორეა ესპანელი ხავიერ ფერნანდესი [107.58].

მოკლე პროგრამის შემდეგ ჩათვლას იუზურუ ჰანიუ ლიდერობს

 

კომენტარები

ბოლო ამბები