Thumbnail
  • რამდენიმე ინგლისელი მორაგბე მეტოქის ნახევარზე გადავიდა
  • 2 000 ფუნტი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

ინგლისის რაგბის ნაკრები ახალზელანდიური ჰაკას დროს გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ფულადი ჯარიმით დასაჯეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალის წინ, “ოლ ბლექსის” ტრადიციული რიტულის დროს, ინგლისელებმა მინდორზე ლათინური V გამოსახეს, რამდენიმე მორაგბე კი მეტოქის ნახევარზე გადავიდა, რაც რეგლამენტის დარღვევად ჩაითვალა.

2011 წელს იმავე ზელანდიელებთან თამაშამდე დაახლოებით მსგავსი ქმედებისთვის საფრანგეთის ნაკრები 2 500 ფუნტით დააჯარიმეს, ამჯერად კი, ინგლისელებს 2 000 ფუნტის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნული თანხა საქველმოქმედო ფონდში ChildFund Pass It Back გადაირიცხება, რომელიც აზიის ღარიბი ოჯახების წარმომადგენელ ბავშვებს ეხმარება.

ინგლისის სარაგბო ნაკრებმა “ოლ ბლექსთან” მატჩი 19:7 მოიგო და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა, სადაც 2 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები