Thumbnail

'ის ბარსელონას მწვრთნელი გახდება!' - გვარდიოლას წინასწარმეტყველება

  • ბარსელონას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავის მომავალზე აზრი გამოთქვა
  • პეპს ჩავისთან ერთად უთამაშია და უმუშავია კიდეც და კარგად იცის, რას ამბობს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც თავის დროზე ბარსელონას წვრთნიდა, მიიჩნევს, რომ ერთ დღესაც კატალონიური გუნდს მისი ყოფილი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს.

39 წლის ჩავი ამჟამად ყატარში მუშაობს, სადაც ადგილობრივი კლუბის, ალ სადის მთავარი მწვრთნელია. 

პეპმა ჩავის შესაძლებლობებს კარგად იცის

"ადრე თუ გვიან ეს მოხდება და ჩავი ბარსელონას გაწვრთნის. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება. ჩავიმ იცის ფეხბურთი, ის მიზანსწრაფული, გაბედული და პირდაპირი ადამიანია", - ამბობს პეპი.

ჩავი ბარსელონას ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1998-2015 წლებში იცავდა. კატალონიურ გუნდში ის ხოსეპ გვარდიოლას გვერდითაც თამაშობდა და მისი მწვრთნელობის პერიოდშიც.

ჩავიმ ბარსელონაში ლა ლიგა 8-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა - 4-ჯერ. მოთამაშის კარიერა მან ალ სადში წელს დაასრულა და კლუბთან მწვრთნელის კონტრაქტი 2020 წლამდე გაფორმა. 

თავად ჩავი არ მალავს, რომ მისი მიზანი ბარსელონაში მწვრთნელად დაბრუნებაა, თუმცა ესპანელი ძალების მოსინჯვაზე უარს არც ინგლისის პრემიერლიგაში იტყოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები