Thumbnail

რაკიტიჩი ატლეტიკოში? ივანს მადრიდში ცხოვრება ხიბლავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხორვატი ფეხბურთელი კატალონიას ზამთარში დატოვებს
  • ივან რაკიტიჩის გადაბირება ინტერს, მილანს და პსჟ-საც სურთ

ესპანური ბარსელონას ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა, კარიერა ატლეტიკოში გააგრძელოს. MARCA-ს ცნობით, მადრიდული კლუბის წარმომადგენლებს ხორვატ ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, 31 წლის რაკიტიჩს მადრიდში საცხოვრებლად გადასვლა ფრიად ხიბლავს, ამდენად, ატლეტიკოს წინადადებას სერიოზულად განიხილავს.

დიეგო სიმეონეს გუნდის გარდა, ივანის თავის რიგებში ხილვა ინტერს, მილანს და პსჟ-საც სურთ.
მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე ერთადერთი საგოლე პასია.

თუკი ატლეტიკომ ხორვატ ლეგიონერთან შეთანხმება მოახერხა, მას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაიყვანს.

კომენტარები

ბოლო ამბები