Thumbnail

სტამის შემცვლელი ნაპოვნია – ფეიენოორდს ადვოკაატი ჩაიბარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გამოცდილი სპეციალისტი როტერდამელებს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის
  • ფეიენოორდს ცუდი პერიოდი უდგას და ერედვიზიონში მხოლოდ მე-12 ადგილზეა

როტერდამის ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, დიკ ადვოკაატი გახდება. ჰოლანდიური AD-ს ცნობით, ეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და 72 წლის სპეციალისტი როტერდამელებთან სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ადვოკაატი იაპ სტამს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ, ამსტერდამის აიაქსთან გამანადგურებელი მარცხის (0:4) შემდეგ დატოვა.

დიკი ბოლოს უტრეხტს ავარჯიშებდა, მანამდე კი, პსვ-ს, რეინჯერსის, გლადბახის, ზენიტის, ალკმაარის, სანდერლენდის, ფენერბაჰჩეს და როტერდამის სპარტის გარდა, ჰოლანდიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუსეთის და სერბეთის ნაკრებებშიც უმუშავია.

ვთქვათ ისიც, რომ ფეიენოორდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 ქულა აქვს და 11 ტურის თავზე ჩემპიონატში მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები