Thumbnail
  • ლეიკერსმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო
  • ლოს ანჯელესელებმა მემფისი 120:91 დაამარცხეს
  • ენტონი დევისმა გრანდიოზული კალათბურთი ითამაშა

სეზონის სტარტზე კლიპერსთან წაგების შემდეგ, ლეიკერსმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, რაც პირველ რიგში ლოს ანჯელესელთა ახალი სუპერვარსკვლავის, ენტონი დევისის დამსახურებაა.

მემფისთან 120:91 მოგებულ თამაშში ნიუ ორლეანს პელიკანსიდან წამოსულმა დევისმა 40 ქულა ჩააგდო და 20 მოხსნა გააკეთა - და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე მეოთხედში საერთოდ არ უთამაშია.

🏀 40 ქულა და 20 მოხსნა - ასეთი რამ 16 წელია, არცერთ ლეიკერსელს არ მოუხერხებია! 2003 წელს ეს შაქილ ო’ნილმა შეძლო.

🏀 40 ქულა და 20 მოხსნა 3 მეოთხედში - ეს NBA-ს რეკორდია. 31 წუთში ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

არადა, მატჩის წინ დევისის თამაში საეჭვო იყო - 26 წლის მძიმე ფორვარდს მხრის ტრავმა აწუხებდა. თუმცა თამაშში მას ტკვილის არაფერი ეტყობოდა - აღსანიშნავია, რომ დევისმა 27 მცდელობიდან 26 საჯარიმო ჩააგდო. ეს ლეიკერსის რეკორდია! აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდსმენი არც კობი ბრაიანტი ყოფილა, არც ჯერი ვესტი და არც უილტ ჩემბერლენი - რეკორდი დუაიტ ჰოვარდს ჰქონდა, რომელმაც 2013 წელს 25 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ამისათვის მაშინ 39 მცდელობა დასჭირდა.

ლებრონ ჯეიმსმა ‘მხოლოდ’ 23 ქულა და 8 პასი დააგროვა - სამაგიეროდ, ის კარგად გაერთო ფანებთან ერთად.

ლებრონმა მატჩის წინ განაცხადა, რომ საკუთარ სახლში ჯერაც არ დაბრუნებულა - როგორც იცით, კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძარი მის სახლსაც ემუქრებოდა, რის გამოც ოჯახის ევაკუირება მოუხდა.

მომდევნო მატჩში, ლეიკერსი შაბათს გამთენისას დალას მავერიკსს შეხვდება.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 120:91 მემფისი (მიმოხილვა)

📺 ვიდეო: დენვერი 106:109 დალასი (მიმოხილვა)

📺 ვიდეო: მაიამი 112:97 ატლანტა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები