Thumbnail
  • ალავესი 1:1 ატლეტიკო
  • ბარსელონა 5:1 ვალიადოლიდი

ესპანეთის ლა ლიგაში XI ტურის ორი ორი შეხვედრა გაიმართა - ჯერ ატლეტიკომ ბასკეთში დაკარგა ქულები - მართალია, შეცვლაზე შესული ალვარო მორატას გოლით დიეგო სიმეონეს გუნდი იგებდა, მაგრამ ლუკას პერესმა ულამაზესი გოლით გაათანაბრა და ატლეტიკო 20 ქულით მე-3 ადგილზეა.

ლამაზი გოლები გავიდა ბარსელონაშიც, სადაც ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ვალიადოლიდი 5:1 გაანადგურა. შესანიშნავი იყო არტურო ვიდალის გოლი, შემდეგ კი ლეო მესის საჯარიმო. 

ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმებით კარიერაში 50 გოლი გაიტანა (44 ბარსელონა, 6 არგენტინის ნაკრები).

არგენტინელმა ამ მატჩში ნამდვილი შოუ დადგა - 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამ მოგებით ბარსელონა 22 ქულით ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. 

ლეო მესიმ ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

ალავესი 1:1 ატლეტიკო

გოლები: 0:1 მორატა (70), 1:1 ლ. პერესი (83)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ფელიპე, ერმოსო, ლოდი - ლემარი, მ. ლორენტე (46. თომასი), ერერა (60. მორატა), საული - კორეა, დიეგო კოშტა (70. კოკე)

ბარსელონა 5:1 ვალიადოლიდი

გოლები: 1:0 ლონგლე (2), 1:1 კიკო (15), 2:1 ა. ვიდალი (29), 3:1 მესი (34), 4:1 მესი (74), 5:1 ლ. სუარესი (77)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა (78. სერხი რობერტო) - ა. ვიდალი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (60. რაკიტიჩი) - მესი, ლ. სუარესი, ფატი (63. რაკიტიჩი)  

კომენტარები

ბოლო ამბები