Thumbnail

მესამე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - შერმადინმა ზუროსს მოუგო 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტენერიფე 72:68 პერისტერი
  • გიორგი შერმადინი - 11 ქულა, 7 მოხსნა
ილიას ზუროსი პერისტერის თავკაცია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მე-3 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფერმ ილიას ზუროსის პერისტერის უმასპინძლა და 72:68 მოუგო.

სამიდან სამი გამარჯვებით ქართველი ცენტრის გუნდი ჯგუფის ლიდერია. 8-გუნდიანი ჯგუფიდან 4 ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გადის.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 23:53 წუთში მან 11 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 იყო. გამარჯვებულებში საუკეთესო დანი დიესი იყო 16 ქულით. აღსანიშნავია, რომ პერისტერის ილიას ზუროსი წვრთნის, საქართველოს ნაკრების თავკაცი საკლუბო საქმიანობასაც უთავსებს სანაკრებოს.

მოგების მიუხედავად, ეს შერმადინისთვის ყველაზე მოკრძალებული მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე - პირველ ტურში მან 24 ქულა ჩააგდო, მეორეში - 19. 

ტენერიფე 5 ნოემბერს ნიმბურკს (ჩეხეთი) ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები