Thumbnail

პირველი ვარჯიში ახალ გუნდში - ბრივი აბჟანდაძისა და კარკაძის ვიდეოს აქვეყნებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თედო აბჟანდაძემ და ვანო კარკაძემ ბრივში პირველად ივარჯიშეს
  • ბრივმა ქართველების ვარჯიშის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა, თედო აბჟანდაძემ და ვანო კარკაძემ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშეს. ქართველი მორაგბეები კარიერას ფრანგულ ბრივში აგრძელებენ.

მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, აბჟანდაძემ და კარკაძემ ცოტა დაისვენეს და ახლა უკვე კლუბს შეუერთდნენ. გუნდმა ორივე მორაგბის სადებიუტო ვარჯიშის ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა და ორივეს კლუბში წარმატება უსურვა.

აბჟანდაძისთვის ეს პირველი ფრანგული კლუბია. მისი საკლუბო კარიერა აიაში დაიწყო და სწორედ ამ გუნდიდან მოხვდა ბრივში.

ვანო კარკაძისთვის ეს მეორე ფრანგული გუნდია. კარკაძეც აიას აღზრდილია და ის თავიდან ორიაკში გადავიდა, რის შემდეგაც ბრივში აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები