Thumbnail
  • რუსეთში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 1 ნოემბერს იწყება
  • საქართველო რუსეთში 12 ძიუდოისტით მიემგზავრება

რუსეთის ქალაქ იჟევსკში პირველ ნოემბერს ძიუდოში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 12 ქართველი სპორტსმენი მიიღებს. ლაშა გუჯეჯიანმა და გიგა ბოჭოიძემ ნაკრების შემადგენლობა გადაახალისეს და რამდენიმე ძიუდოისტს ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.

ტურნირზე 9 ბიჭი და 3 გოგონა მიემგზავრება. შარშან ევროპის ჩემპიონატი სოფიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონები ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და გელა ზაალიშვილი გახდნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ- თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი,
-66კგ - გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე,
-81კგ - ვლადიმერ ახალკაცი,
-90კგ - მიხეილ ბექაური, იმედა გოგოლაძე,
-100კგ - ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ - მარიამ ჭანტურია,
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები