Thumbnail
  • ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსში ლიდერობს და ოლიმპიაკოსისთვის ემზადება
  • დოქსასთან მატჩის გმირის მთავარი მოტივაცია

კვიპროსის I დივიზიონის ლიდერი თემურ ქეცბაიას ანორთოსისი, რომელმაც ბოლო ტურში დოქსა სტუმრად 6:0 გაანადგურა, ოლიმპიაკოსის დასახვედრად ემზადება. თამაში 3 ნოემბერს გაიმართება, ქართველი მწვრთნელის გუნდში კი ამაღლებული განწყობაა.

კვიპროსულ მედიაში დიდი შეფასება მოყვა ნიკა კაჭარავას კარგ თამაშს, მან ამ სეზონში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ანორთოსისის ინსტაგრამმა მატჩის ფოტოები კაჭარავას მონაწილეობით ასე დაასათაურა: "როცა ლომი ღრიალებს". 

24sports.com.cy-ის ცნობით, ნიკა კაჭარავას კარგი თამაშის მთავარი მოტივატორი 2020 წლის მარტის პლეი ოფებია, როცა საქართველოს ნაკრებს უნიკალური შანსი მიეცემა, გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე:

"ის 25 წლისაა და იშვიათად თამაშობს. ეს კი შემაშფოთებელია, რადგან 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრებს პლეი ოფი აქვს სათამაშო. 2019 წლის მარტამდე კაჭარავა ვლადიმირ ვაისის გუნდის რეგულარული წევრი იყო, ახლა კი ამ ადგილს კარგავს. სეზონის პირველივე თამაშში მისთვის ნიკამ სამ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუ სურს 2020 წლის მარტის მატარებელს მოახტეს, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. ეს სანაკრებო მოტივაცია მისთვისაც კარგია და ანორთოსისისთვისაც. ძნელია, როცა შენ სამ თანაგუნდელეს - ლორიას, დაუშვილსა და ოქრიაშვილს - ნაკრებში იძახებენ და შენ გტოვებენ. ახლა ეს პრობლემა თავადვე უნდა მოაგვაროს, ეს კი მხოლოდ კარგია კლუბისთვის", - წერს კვიპროსული გამოცემა.

ოქრიაშვილი ვარჯიშს იწყებს

ამ სეზონში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა

სიახლე ის არის, რომ ოთხშაბათიდან ვარჯიშს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თორნიკე ოქრიაშვილი იწყებს. ქეცბაია გადაწყვეტს შეძლებს თუ არა თორნიკე ოლიმპიაკოსთან თამაშს. ოქრიაშვილმა ირლანდიასთან 0:0 დასრულებულ მატჩში ტრავმა მიიღო და მას მერე არ უთამაშია. კვიპროსის ჩემპიონატში მან სულ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები