Thumbnail
  • ტოტენჰემი ჰაკიმ ზიეხით გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა
  • 26 წლის მაროკოელმა ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო

ჰაკიმ ზიეხმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მან ამსტერდამის აიაქსთან ერთად შეძლო და მოიგი ქვეყნის ჩემპიონატი და თასი, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კი სულ ცოტა დააკლდა.

კარგი სეზონის შემდეგ მაროკოელს ბევრი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა 26 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიის დედაქალაქში დარჩა და აგვისტოში ახალ, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

ჰაკიმის დამატება გასულ ზაფხულს ლონდონის ტოტენჰემსაც სურდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.

"დეზების" ყოფილმა მოთამაშემ, ჰოლანდიელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა კლუბის ხელმძღვანელობას ზიეხის 2020 წლის ზაფხულში დამატება ურჩია. 36 წლის რაფაელი 2010-12 წლებში ტოტენჰემის ღირსებას იცავდა. მან ინგლისური კლუბის რიგებში 77 მატჩი ჩაატარა, სადაც 28 -ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. 

რაფაელ ვან დერ ვაარტი ტოტენჰემში 2010-12 წლებში გამოდიოდა

"იმედი მაქვს, ჰაკიმი ტოტენჰემში გადავა. მესიჯი გავუგზავნე დენიელ ლევის (ტოტენჰემის ერთ-ერთი თავჯდომარე) და ვუთხარი - დაიმატეთ ზიეხი სეზონის შემდეგ", - განაცხადა რაფაელმა voetbal primeur-თან საუბრისას.

მაროკოელს წელსაც კარგი სეზონი აქვს. მან ერედივიზიეში 10 მატჩი გამართა, სადაც თავი 5 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები