Thumbnail
  • გალაქსის ფეხბურთელი წლის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება
  • 38 წლის შვედი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებას აანონსებს

ლოს ანჯელეს გალაქსის ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმართვა გაავრცელა, სადაც თავის გეგმები გაახმიანა. 

"ოლა, ესპანეთო! იცით, რა ხდება? მე ვბრუნდები!" - აცხადებს 38 წლის შვედი ფეხბურთელი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს MLS-ის კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლის 31 დეკემბერს ეწურება. მანამდე იუწყებოდნენ, რომ იბრასთან კონტრაქტის გაფორმებას ნაპოლი მას შემდეგ აპირებს, რაც ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან მილანი და ინტერი.

იბრა ლოს ანჯელესის კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს

ზლატანს ესპანეთში ბარსელონას მაისურით უთამაშია, რომლის ღირსებას 2009-11 წლებში იცავდა. ფორვარდი კატალონიელებს ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის შემდეგ დაშორდა.

გასულ სეზონში შვედმა ფეხბურთელმა გალაქსის მაისურით 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 31 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი.

ზლატან იბრაჰიმოვმა კარიერა მშობლიურ მალმიოში დაწყო, ამერიკაში გადაბარგებამდე კი აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები