Thumbnail
  • ჯესი ლინგარდმა ტანსაცმლის გამოშვება 2018 წლის ზაფხულში დაიწყო
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ბიზნესი წარუმატებლად მიდის

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა 2018 წლის ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა სახელწოდებით "JLINGZ". კომპანიის საქმიანობას წარმატებულად ვერ ჩავთვლით - პირველსავე წელიწადში 211 688 ფუნტი იზარალა. უნდა ითქვას ისიც, რომ ტანსაცმელი 2018 წლის ზამთრიდან იყიდება, თუმცა დიდ დანაკარგს ეს ფაქტი ვერ უშველის.

ჯესი ლინგარდმა ტანსაცმლის გაყიდვა ლივერპულთან ანგარიშით 1:3 დამარცხების შემდეგ დაიწყო (თამაში, რომლის შემდეგაც ჟოზე მოურინიო კლუბიდან გაუშვეს), რის გამოც 26 წლის ფეხბურთელი ბევრმა გააკრიტიკა.

"მის ბრენდთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ლივერპულთან თამაშის შემდეგ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია სეზონში, ახალ ტანსაცმლის ხაზს არ უნდა უშვებდე", - განაცხადა მაშინ გარი ნევილმა.

ჯესი ლინგარდს ცუდად საქმე მხოლოდ ბიზნესში არ აქვს. წლევანდელ სეზონში ის საშინელ ფორმაშია. ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში ითამაშა, სადაც არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია. ცუდი თამაშის გამო, გარეთ საუთგეიტმა ჯესი ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახა. ეს კი მისი ბრენდის პოტენციალზე ცუდად მოქმედებს.

ყველაფრის მიუხედავად, ლინგარდი აქტიურია სოციალურ ქსელში. ინგლისელი თავისი ბრენდის პოპულარიზაციას ხშირად ინსტაგრამის საშუალებით ახდენს, სადაც 6.6 მილიონი გამომწერი ყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები