Thumbnail
  • 2 ნოემბერს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასი დასრულდება
  • ინგლისიდან იაპონიისკენ რამდენიმე ფრენა უკვე დაემატა

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი საინტერესოდ სრულდება. გუნდი, რომელიც ფინალში უნდა გვეხილა, რაგბის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის. ახალი ზელანდია ინგლისთან 7:19 დამარცხდა და იაპონიაში ბოლო მატჩს უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც მანამდე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 19:16 დათმო.

ინგლისი-სამხრეთ აფრიკის ფინალური მატჩი 2 ნოემბერს, იოკოჰამაში გაიმართება. ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდულია. 69 ათასი ადგილი შევსებულია და ქომაგებს დაახლოებით 3 ათასამდე ბილეთის შეძენა შეუძლიათ, რადგანაც სტადიონი ოფიციალურად 72 327 ქომაგს იტევს. აღსანიშნავია, რომ ბილეთების ფასი ფინალის მოახლოებასთან ერთად საგრძნობლად გაძვირდა.

ბრიტანელი ქომაგები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ყველაზე იაფი ბილეთი 1000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირს. დარჩენილი ბილეთების ფასი 1300 ფუნტიდან იწყება და 13 ათასსაც კი უტოლდება.

ინგლისის ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, იაპონიაში უამრავი ქომაგი მიდის, რათა ფინალს დაესწროს და თავის ნაკრებს უქომაგოს. British Airways-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინგლისის გამარჯვებამ იაპონიაში წამსვლელთა რიცხვი 184%-ით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ფინალის ბილეთის ფასთან ერთად, არც მგზავრობა ჯდება იაფი. ბრიტანელ ქომაგს წასვლა-დაბრუნება 820-ფუნტ სტერლინგამდე დაუჯდება.

კომენტარები

ბოლო ამბები