Thumbnail

ჯიჯი ბუფონი იუვენტუსიდან წასვლას არ ჩქარობს - ახალი კონტრაქტი 42 წლის ასაკში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 41 წლის ლეგენდა ტურინის იუვენტუსს მომავალ ზაფხულს არ დაემშვიდობება
  • მხარეები ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანაგრძლივებაზე ფიქრობენ

ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 2019/20 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს. 41 წლის იტალიელ მეკარეს განზრახული აქვს, კლუბში მომდევნო სეზონიც გაატაროს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარის სურვილის პასუხად, იუვენტუსის ხელმძღანელობაც განიხილავს კონტრაქტის გახანაგრძლივების შესაძლებლობას. ახალი სეზონის დაწყების წინ ჯიჯი უკვე 42 წლის იქნება და თუკი მეკარე ტურინელებთან ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კარიერას უკვე 43 წლის ასაკში დაასრულებს. 

გასული სეზონი ჯანლუიჯი ბუფონმა პარი სენ-ჟერმენში გაატარა, რის შემდეგაც პარიზელებს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაშორდა და იუვენტუსში დაბრუნდა, რომლის ღირსებას მანამდე, 2001-2018 წლებში იცავდა. 

ჯიჯი ბუფონი იუვენტუსში მე-18 სეზონს ატარებს 

ტურინულ გუნდში ბუფონი ფაქტობრივად ვოიცეხ შჩესნის შემცვლელია, თუმცა ლეგენდას ეს არ ანაღვლებს და ამბობს, რომ მისთვის იუვენტუსში მეორე მეკარის როლიც მისაღებია. ჯიჯიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში იუვენტუსის კარი სულ 3 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები