Thumbnail

0:4-ის შემდეგ - იაპ სტამი ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იაპ სტამმა ფეიენოორდის მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
  • როტერდამელების ფავორიტი დიკ ადვოკაატია

როტერდამის ფეიენოორდს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - იაპ სტამმა თანამდებობა დატოვა. ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ეს გადაწყვეტილება ამსტერდამის აიაქსთან დიდი ანგარიშით წაგების (0:4) შემდეგ მიიღო. 

ფეიენოორდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. 47 წლის სტამმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო: “თუმცა, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და ჩემთვისაც უმჯობესია, თანამდებობა დავტოვო,” - აღნიშნა სტამმა.

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ფეიენოორდის ხელმძღვანელების ფავორიტი ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დიკ ადვოკაატია. როტერდამული კლუბს 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 მოგება აქვს და მე-12 ადგილზეა. სტამმა ჰოლანდიის 15-გზის ჩემპიონი ფეიენოორდი ზაფხულში ჩაიბარა - მან ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ფეიენოორდი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისს შეხვდა - როტერდამში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს, თბილისში კი საპასუხო მატჩი 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები