Thumbnail

NBA | ჰარდენის 40 ქულა, ვესტბრუკის თითქმის სამმაგი - ჰიუსტნმა ოკლაჰომას მოუგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰიუსტონ როკეტსი 116:112 ოკლაჰომა სიტი თანდერი
  • თამაში ჯეიმს ჰარდენმა და რასელ ვესტბრუკმა მოიგეს

ჰიუსტონ როკეტსმა NBA-ს ახალი სეზონი მილუოკი ბაქსთან წაგებით დაიწყო, თუმცა ჯეიმს ჰარდენისა და რასელ ვესტბრუკის გუნდმა ამის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩის მოგება მოახერხა. ჰიუსტონელები ამჯერად ვესტბრუკის ყოფილ გუნდს, ოკლაჰომას დაუპირისპირდნენ და 116:112 დაამარცხეს, რაც პირველ რიგში სწორედ რასისა და ჰარდენის დამსახურებაა.

📋 მეტი ამ თემაზე: 

მიუხედავად იმისა, რომ ჰარდენმა 14 სამქულიანიდან მხოლოდ 3 ჩააგდო, საბოლოოდ მან მაინც ყველაზე მეტი, 40 ქულა დააგროვა (პლუს 7 პასი და 3 მოხსნა).

შთამბეჭდავი შედეგი ჰქონდა ვესტბრუკსაც - მან 21 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე ერთადერთი ასისტი დააკლდა. მატჩის შემდეგ რასი ყოფილი თანაგუნდელების გასახდელში შევიდა და მეგობრები მოინახულა.

“დენის შრიოდერმა მკითხა, აქ რა გინდაო. ვუპასუხე, ჩემი მეგობრების სანახავად ვარ-მეთქი,” - განაცხადა ვესტბრუკმა მატჩის შემდეგ.

📺 ვიდეო: ჰიუსტონ როკეტსი 116:112 ოკლაჰომა სიტი თანდერი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები