Thumbnail

სერია A-ში ღმერთის უდიერად ხსენებაზეც სჯიან - დისკვალიფიკაცია ფეხბურთელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარმას და სასუოლოს მოთამაშეები მკრეხელობისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს
  • მარეო სკოცარელა და ფრანჩესკო მანიანელი მომავალი ტურის მატჩებს გამოტოვებენ
  • იტალიურ ფეხბურთში ეს პირველი შემთხვევა არაა

იტალიის ჩემპიონატში მკრეხელობისთვის სჯიან. პარმას ფეხბურთელს მატეო სკოცარელასა და სასუოლოს მოთამაშე ფრანჩესკო მანიანელის სწორედ ამ მიზეზით თითო მატჩით დისიკვალიფიკაცია მიუსაჯათ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის (FIGC) ცნობით, პარმას და სასუოლოს ნახევარმცველები უხამსი გამონათქვამებისთვის დაისაჯნენ, რა დროსაც მათ ღმერთიც ახსენეს. ინციდენტები სერია A-ს მეცხრე ტურის შეხვედრებში მოხდა - პარმა სტუმრად ინტერს ეთამაშებოდა (2:2), სასუოლო კი - გასვლაზე ვერონას (1:0).

ფრანჩესკო მანიანელი მე-10 ტურის შეხვედრას გამოტოვებს

ორივე ეპიზოდი ვიდეოჩანაწერში მოხვდა და საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა ორივე ფეხბურთელის დასჯა გადაწყვიტა. შედეგად, სკოცარელა ვერონასთან ვერ ითამაშებს, მანიანელი - ფიორენტინასთან.
 
მატეო და ფრანჩესკო პირველები არ არიან, ვისაც იტალიურ ფეხბურთში მკრეხელობისთვის სჯიან. მაგალითად, 2018 წელს ამავე მიზეზით დისკვალიფიკაცია უდინეზეს ნახევარმცველმა როლანდო მანდრაგორამ და ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა ჯუზეპე იაკინიმ მიიღეს.

სერია A-ში გასული 9 ტურის შემდეგ პარმას 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. სასუოლო 9 ქულით ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები