Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსი 96:94 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძე სათადარიგოთა შორის იყო

გოგა ბითაძის ინდიანამ NBA-ს რეგულარული სეზონის მესამე შეხვედრაც დათმო - პეისერსი ამჯერად ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან, დეტროიტ პისტონსთან დაძაბულ ბრძოლაში, 94:96 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ინდიანამ პირველი მატჩიც დეტროიტთან წააგო.

20 წლის ქართველი ცენტრი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ბითაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მას დეტროიტთან თამაში არ მოუწია.

პეისერსიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ. ლიეტუველმა 21 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა მალკოლმ ბროგდონსაც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 15 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა.

დომანტას საბონისი და ანდრე დრამონდი

დეტროიტიდან ყველაზე მეტი ქულა კრისტიან ვუდმა დააგროვა (19). ანდრე დრამონდის აქტივში ისევ შედეგიანი ორმაგი დუბლია - 18 ქულა, 18 მოხსნა.

ინდიანა პეისერსი ერთადერთი გუნდია აღმოსავლეთ კონფერენციაში, რომელსაც მოგება ჯერ კიდევ არ აქვს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, სტუმრად ბრუკლინ ნეტსთან გამართავს.

📺 ვიდეო: დეტროიტ პისტონსი 96:94 ინდიანა პეისერსი

კომენტარები

ბოლო ამბები