Thumbnail

მეორედ ისტორიაში - საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფეხბურთის ფედერაციამ თასის ფინალის მასპინძელი ქალაქი გამოაცხადა
  • გორის სტადიონი თასის ფინალს მეორედ მასპინძლობს

ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დავით ყიფიანის თასის 2019 წლის გათამაშების ფინალი 8 დეკემბერს გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თბილისური კლუბები, საბურთალო და ლოკომოტივი შეხვდებიან ერთმანეთს, რომელთაც ახლახან შესაბამისად, ტორპედო და საგარეჯოს გარეჯი დაამარცხეს.

საქართველოს თასი 1944 წლიდან ტარდება, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1990 წლიდან იმართევა. ყველაზე მეტჯერ თასი (13) დინამო თბილისმა მოიპოვა. წლევანდელი ფინალისტებიდან ლოკომოტივი საქართველოს თასის სამგზის მფლობელია (2000, 2002 და 2005), ხოლო საბურთალოს თასი არასდროს მოუგია. 

"თენგიზ ბურჯანაძე" საქართველოს თასის ფინალს მეორედ მასპინძლობს - 2017 წელს ჩიხურა ტორპედოს 0:0-ს ეთამაშა, თასი კი პენალტების სერიაში მოიგო.  

კომენტარები

ბოლო ამბები