Thumbnail
  • ბოლნისის სიონის და გორის დილას ვებგვერდები ამ დრომდე გათიშულია
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო

დღეს, ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლნი საფეხბურთო კლუბებიც გახდნენ. ამ დრომდე, ბოლნისის სიონის და გორის დილას საიტებზე შესვლის დროს, ეკრანზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოდის წარწერით I’ll be back (“მე დავბრუნდები”).

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, უცნობმა პირებმა დილიდან კიბერშეტევა არაერთ ქართულ ვებგვერდზე მიიტანეს.

დაზარალებულთა შორის ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალური საიტიც მოხვდა.

ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც სააკაშვილის იგივე ფოტო ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები