Thumbnail

მოდრიჩი, რაკიტიჩი და სხვები - ხორვატიის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სტუმრად ხორვატიას ეთამაშება
  • ზლატკო დალიჩმა ნოემბრის მატჩებისთვის გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა
  • ხორვატთა თავკაცი საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობით ხვდება

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ნოემბრის მატჩებისთვის გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაასახელა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები 16 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სლოვაკებს უმასპინძლებენ, სამი დღის შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მიიღებენ.

ხორვატიის ნაკრებს ევრო 2020-ის ფინალურ სტადიაზე თამაში განაღდებული აქვს

ხორვატიის ნაკრები

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), სიმონ სლუგა (ლუთონ თაუნი).

მცველები: ტინ იედვაი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (გლაზგო რეინჯერსი), კარლო ბერტოლეცი (კოპენჰაგენი), დუე ჩალეტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მელნიაკი (რიზესფორი), დინო პერიჩი (დინამო ზაგრები).

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა).

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), მისლავ ორშიჩი (დინამო ზაგრები).

საქართველოს ნაკრები ხორვატებთან სპარინგამდე ევრო 2020-ის შესარჩევში ბოლო მატჩს 15 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიასთან გამართავს, შემდეგ კი ხორვატიაში გაემგზავრება. ხორვატია-საქართველოს ამხანაგური შეხვედრა ქალაქ პულაში, Aldo Drosina Stadium-ზე ჩატარდება. ვლადიმირ ვაისს მომავალი შეხვედრებისთვის გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ჯერ-ჯერობით არ გამოუცხადებია.

Aldo Drosina Stadium 9800 გულშემატკივარს იტევს და ის ისტრას საშინაო არენაა

საქართველოს და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ - ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სპლიტში გამართულ მატჩში ხორვატებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს, თბილისში კი თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ლევან კობიაშვილის გოლით მოიგეს - 1:0.

კომენტარები

ბოლო ამბები