Thumbnail
  • მაიკლ ჯორდანმა ყველა დროის გუნდი შეადგინა
  • ლეგენდის ხუთეულში ორი ლეიკერსელი მოხვდა 

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ყველა დროის სიმბოლური ხუთეული შეადგინა.

მაიკლს სთხოვეს ის მოთამაშეები ჩამოეთვალა, რომლებთან ერთადაც მოედანზე გავიდოდა.

ჯორდანმა პირველ რიგში ჩიკაგოში მისი თანაგუნდელი სკოტი პიპენი დაასახელა, ლეიკერსიდან მეჯიკ ჯონსონი და ჯეიმს უორსი შეარჩია, ცენტრის პოზიციაზე კი ჰიუსტონის ვარსკვლავი ჰაკიმ ოლაჯუონი დააყენა.

“ეს ის ბიჭები არიან, რომლებთან ერთად გუნდში ვყოფილვარ და მათ წინააღმდეგაც მითამაშია. როდესაც საქმე სერიოზულადაა და მოედანზე ბევრი რამ უნდა გადაწყდეს, ჩვენს ხუთეულში ეჭვი არ შემეპარებოდა” , - აღნიშნა მაიკლმა.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჯამში 15 სეზონი აქვს გატარებული, საჩემპიონო ბეჭედი კი 6-ჯერ აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები