Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა ბასკონიასთანაც გაიბრწყინა
  • გიორგი შერმადინი სეზონის ლიდერთა შორისაა

ეპიზოდი გიორგი შერმადინის მონაწილეობით ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის ტოპ-7 მომენტში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრის იბეროსტარ ტენერიფემ თორნიკე შენგელიას ბასკონიასთან 78:79 წააგო, გიო კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შერმადინმა მოედანზე 32:16 წუთი გაატარა, 8-ვე ორქულიანი ჩააგდო და 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შედეგად, მას მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (25) ჰქონდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა 22 ქულას 6 პასი წაამატა.

გამორჩეული სწორედ უერტასის და შერმადინის შეთანხმებული ქმედება გამოდგა. სამხრეთამერიკელმა ქართველ ლეგიონერს ზურგს უკან პასი გაუკეთა, შერმადინმა კი, მეტოქის უხეში თამაში არ შეიმჩნია და ეფექტური მოძრაობით ფარიდან ბურთის ჩაგდება მოახერხა.

საერთიოდაც, ქართველ ცენტრს ჩინებული პერიოდი უდგას და ლიგა ენდესას 6 ტურის თავზე საშუალოდ 18.4 ქულით ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა, სარგებლიანობის კოეფიციენტით (24.80) კი მხოლოდ ბარსელონას ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს (29.60) ჩამორჩება, რომელიც ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები